სააგენტოს შესახებ
სააგენტოს მენეჯმენტი

ანდრო ასლანიშვილი
სააგენტოს უფროსი
ანდრო ასლანიშვილი
დაბადების თარიღი:
11 თებერვალი 1977 წელი, თბილისი
განათლება:
2006-2007 მასტერ 2, საფრანგეთი (Université Nancy 2) - სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საერთაშორისო სავაჭრო სამართალი (მაგისტრი/Master 2).
2002-2005 სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისტი (ბაკალავრი).
2000-2003 ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხარისხის მენეჯმენტი (მაგისტრი).1994–1998 - ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხარისხის ინჟინერი (ბაკალავრი).
სამუშაო გამოცდილება:
11.2018-დან დღემდე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი.
04.2018-09.2018 სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
11.2015-04.2018 სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, თავმჯდომარის მოადგილე.
03.2013- 11.2015 სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.
12.2012-03.2013 სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, მრჩეველი.
2011-2012 სს სადაზღვევო კომპანია იმედი L ინტერნეიშენალ, იურისტი.
03.2008-02.2012 სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი, იურისტ-კონსულტანტი.
05.2005-08.2006 სსიპ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური - "დიპლომატი", იურისტი.
02.2005–05.2005 სსიპ საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტო (საქსტანდარტი), იურისტი.
04.2004–02.2005 საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს სსიპ მეტროლოგიის ცენტრი, იურისტი.
03.2003-04.2004 საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს სსიპ მეტროლოგიის ცენტრი, მთავარი მეტროლოგი.
სასწავლო კურსები:
2010 - United States Department of Commerce, Commercial Law Development Program.
2003-2004 სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სპეც კურსები სამართალში.
ენები:
ქართული, ინგლისური, ფრანგული.
ოჯახური მდგომარეობა:
დაოჯახებული.

თეიმურაზ მთივლიშვილი
პირველი მოადგილე
თეიმურაზ მთივლიშვილი
დაბადების თარიღი
13 თებერვალი 1977 წელი
განათლება:
1994–1999 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრი- სპეციალობა სამართალმცოდნეობა.
სამუშაო გამოცდილება:
03.2018- დან დღემდე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე;
2015 – 2018 წწ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
2014-2015 წწ. - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
2013-2014 წწ. - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი;
2013 წ. - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
2012-2013 წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მთავარი მრჩეველი;
2011-2012 წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
2010-2011 წწ. - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება- გარემოს დაცვის ინსპექციის იურიდიული სამსახურის უფროსი;
2007-2010 წწ. -საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება -გარემოს დაცვის ინსპექციის იურიდიული განყოფილების უფროსი;
2006-2007 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის საჯარო-სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს მრჩეველი;
2005 -2006 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის წევრი (სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტი);
2004-2005 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი რეფორმისა და იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი სახელმწიფო კომისიის წევრი (სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტი).
სასწავლო კურსები:
2017 წ. - ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციის მექანიზმები - საჯარო სამსახურის ბიურო (სერტიფიკატი).
2016 წ. - სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია - საჯარო ფინანსების მართვა (სერტიფიკატი);
2016 წ. - სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგება საჯარო სექტორში (სერტიფიკატი);
2015 წ. - სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი. საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მიზნით სერტიფიცირება (სერტიფიკატი);
2015 წ. - სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია- სისტემური აუდიტი (სერტიფიკატი);
2015 წ. - სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია - შიდა აუდიტის საფუძვლები (სერტიფიკატი);
2015 წ. - UNDP - აუდიტის განხორციელება, მეთოდოლოგია და ტექნიკა, აუდიტის ანგარიში (სერტიფიკატი);
2014 წ. - UNDP - შიდა აუდიტის პროცედურები (სერტიფიკატი);
2014 წ. - სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი - შიდა აუდიტის ძირითადი კურსი (დიპლომი);
2011 წ. - ავსტრიის სახელმწიფო ტყის მართვის მექანიზმები (ავსტრია);
2009 წ. – OECD/EAP (მოლდოვა)- ,,გარემოს დაცვის რეგულირების პროგრამა აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში“.
2005 წ. - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის განხრით (სერტიფიკატი);
2004 წ. - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის განხრით (სერტიფიკატი);
2004 წ. - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა (სერტიფიკატი).
სამხედრო წოდება:
უმცროსი ლეიტენანტი.
ენები:
ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული
ოჯახური მდგომარეობა:
დაოჯახებული.

გიორგი ცაგარეიშვილი
მოადგილე
გიორგი ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:
07 მარტი 1969 წელი
განათლება:
1995–1999 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ასპირანტურა.
1990–1995 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრი.
სამუშაო გამოცდილება:
08.2018- დან დღემდე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე;
01.2018 - 07.2018 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მინისტრის მრჩეველი;
2017 -2018 - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტრო - მინისტრის მთავარი მრჩეველი;
2012 - 2016 - საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი;
- 2015 – 2016 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - კომიტეტის წევრი.
- 2014 – 2016 - აგრარულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი.
- 2012 – 2015 - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარე.
2008 - 2012 - საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი;
- 2011-2012 - ფრაქციის თავმჯდომარე;
- 2009-2012 - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი.
- 2008 – 2009 - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
2004 – 2008 - საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი;
- 2007 – 2008 - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი.
- 2007 – 2008 - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - კომიტეტის წევრი.
- 2006 -2008 - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი.
- 2006 - 2008 - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - კომიტეტის წევრი.
- 2004 – 2006 - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი.
1999 – 2004 - სააქციო საზოგადოება "ყაზბეგი", იურიდიული სამსახური უფროსი;
1995 – 1999 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, განყოფილების უფროსი;
1987 – 1989 - საბჭოთა არმიის რიგებში სამსახური;
ენები: ინგლისური, რუსული
ოჯახური მდგომარეობა:
მეუღლე და ორი შვილი