15 თებერვალი 2016
სეზონური მონიტირინგი შავ ზღვაზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური საზღვაო კვლევებს აგრძელებს. ამჯერად იქთიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგის ზამთრის ეტაპი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან მონიტორინგის სადგურებს ანაკლია შეემატა. კვლევა საოკუპაცი ხაზის მიმდებარედაც განხორციელდა.
მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ მონიტორინგი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე სეზონური დაკვირვების 6 (გონიო, ბათუმი, ქობულეთი, სუფსა, ფოთი და ანაკლია) და მუდმივი დაკვირვების 1 (ბათუმი) სადგურზე წარმოებს. მსგავსი ტიპის კვლევები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.