16 მაისი 2016
შეხვედრა გურიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები გურიის მხარეს სტუმრობდნენ სადაც სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სპეციალისტებმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს 2015 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2016 წელს მოსალოდნელი წინასწარი პროგნოზები გააცნეს, ისაუბრეს ბუნებრივი საფრთხეები შესახებ და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.